კორინთოზე ხანძრის უამრავი კერაა მიმოფანტული
კორინთოზე ხანძრის უამრავი კერაა მიმოფანტული
მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ღამით გაჩენილ ხანძარს სტიმაგა კორინთიაში აქტიური ძლიერი კერა აღარ აქვს, სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მაინც ადგილზე რჩება, რადგან მთელ სატყეო ტერიტორიაზე არსებობს უამრავი ხანძრის პატარა კერა.
შეგახსენებთ, რომ დაახლოვებით 19:00 საათისთვის 112-მა ადგილობრივ მოსახლეობას გაუზგავნა გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომ მზად იყვნენ ევაკუაციისთვის.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, ვასილის ვათრაკოიანისმა განაცხადა, რომ მეხანძრეებს ძალიან რთული ღამე ჰქონდათ, რადგან 21:00 საათზე როცა საჰაერო სამაშველო დახმარების ბრიგადამ მუშაობა შეწყვიტა, სახმელეთო ძალები ხანძართან მარტო დარჩნენ. ხანძარმა ნაცრად აქცია ტყის უზარმაზარი ტერიტორია.
Facebook Comments Box