კორინთო: ისთმოში მოტივტივე ქალის ცხედარი იპოვეს
კორინთო: ისთმოში მოტივტივე ქალის ცხედარი იპოვეს
კვირას, 6 აპრილს, ისთმოსის არხში მოტივტივე ქალის ცხედარი იპოვეს.
Korinthostv.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალის ცხედარი სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა შენიშნეს. მათ ქალი თავადვე ამოიყვანეს წყლიდან და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისთვის ყოველგვარი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დაგვინებული იყო. საავადმყოფოში გადაყვანისას დადგინდა, რომ ქალი უკვე გარდაცვლილი იყო და ცხედარი 61 წლის ქალს ეკუთვნოდა კორინთიადან.
მიმდინარეობს გამოძიება გარდაცვალების მიზეზების დასადგენად.
ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა.
Facebook Comments Box
