კოროპი: ბიზნეს ცენტრი ცეცხლის ალში გაეხვა
კოროპი: ბიზნეს ცენტრი ცეცხლის ალში გაეხვა
ოთხშაბათს დილით მოულოდნელად კოროპში მდებარე ბიზნეს ცენტრის შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სახანძრო სამსახური, რომლის მყისიერი რეაგირების შედეგადაც ხანძრის დამორჩილება მალევე მოხერხდა.
პასუხისმგებელი ორგანიზაციებისგან ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია ხანძრის შედეგად დაშავებული პირების რაოდენობის შესახებ და იყო თუ არა შენობაში გამომწყვდეული თანამშრომლების გამოხსნის საჭიროება.
შემთხვევის ადგილზე მუშაობდა 18 მეხანძრე 5 სახანძრო მანქანით.
Facebook Comments Box