კოსი: მის შეყვარებულს არაფერი აქვს საერთო მის სიკვდილთან, ამტკიცებს 27 წლის ანასტასიას დედა
კუნძულ კოსზე მოკლული 27 წლის ანასტასიას ოჯახი ამტკიცებს, რომ მისი 28 წლის პოლონელი პარტნიორი მის სიკვდილთან არ შეიძლება რამენაირად იყოს დაკავშირებული.
გარდაცვლილის მშობლები და ძმა მტკიცედ იცავენ ანასტასიას პარტნიორს და კატეგორიულად უარყოფენ მისი მისამართით გაჩენილ ეჭვებს.
ანასტასიას დედა, განმარტავს მიზეზებს, რის გამოც ქალიშვილის პარტნიორს უდანაშაულოდ მიიჩნევს, გამოძიების გაჭიანურებაში კი პოლიციას ადანაშაულებს.
ფეისბუქის ჯგუფში გამოქვეყნებულ პოსტში მან დაწერა: „მე ანასტასიას დედა ვარ და შემიძლია ყველას დავუმტკიცო, რომ მის შეყვარებულს ჩემი შვილის სიკვდილთან არანაირი კავშირი არ აქვს. გაუჩინარების შემდეგ მან მაშინვე დამირეკა, დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციას და აცნობა მათ ანასტასიას მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობა. მთელი ღამე ეძებდა, მაგრამ პოლიციამ ეს ფაქტი უგულებელჰყო და უთხრეს, რომ განაცხადი დაკარგვის შესახებ მეორე დილით გაეკეთებინა. სასწრაფოდ რომ ემოქმედათ, ჩემი ქალიშვილი ცოცხალი იქნებოდა, რადგან მობილური ტელეფონი ხელმისაწვდომი იყო დილამდე, შემდეგ კი გაითიშა. მან ასევე შეატყობინა საელჩოს, მაგრამ მე აღარ აღვწერ სიტუაციას“.
მოკლული გოგონას 28 წლის პარტნიორს ასევე მხარი დაუჭირეს მისმა მამამ და ძმამ.
„მათ ათი წელი ჰქონდათ ურთიერთობა. Არ არსებობს მოზეზი, ის ვერ იქნებოდა მისი მკვლელობის მონაწილე, არ არის ლოგიკური. იმ საათებში, როცა ეს ხდებოდა, ის მუშაობდა“, – აღნიშნა მამამ.
„100% დარწმუნებული ვარ რომ ის უდანაშაულოა, მიხალი იქ რომ ყოფილიყო ანასტასიას დასაცავად შიშველი ხელებით შეებრძოლებოდა ყველას.” აცხადებს გარდაცვლილის ძმა.