კოსტას ბაკოიანი 2023 წლის მუნიციპალური თვითმმართველობის არჩევნების შესახებ კვირას, 8 ოქტომბერს
ხალხმრავალ იუსტიციის მოედანზე ათენის მერმა კოსტას ბაკოიანიმ “ათინა ფსილა”-ს ეგიდით წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ღონისძიება გამართა.
„ათენი არის ქალაქი, რომელიც ვითარდება. ჩვენ ვცვლით მას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აქ შეკრება, ათენის ცენტრში, ცვლილებების მყარ ბირთვში. ეს მოედანი არის კარიბჭე, გადასასვლელი გუშინდელიდან ხვალისკენ, წარსულიდან მომავლისკენ. ჩვენ ყველანი ერთად ვაგზავნით მკაფიო გზავნილს: ათენი ისევ გამოდის სინათლეზე“, – თქვა ბ-ნმა ბაკოიანიმ თავის გამოსვლაში.
„ათენი ჩემთვის რეალური ადამიანების ცხოვრებაა. ეს არის გამოწვევები, პრობლემები. შიშები, შფოთვა, იმედები, ოცნებები, მოლოდინები. ეს ყოველდღიური ცხოვრებაა. ეს არის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიზიარებთ იმ ჰაერის მსგავსად, რომელსაც ვსუნთქავთ. ჩვენ ვმუშაობთ ათენისთვის, იმიტომ რომ ათენში ვცხოვრობთ, იმიტომ რომ ხმას ვაძლევთ ათენს და ათენს სჭირდება მკაფიო მანდატი: განაგრძოს ახალი გზა, რომელიც ჩვენ დავსახეთ.”
ათენის მერმა ისაუბრა ასევე თავის განვლილ გზაზე, როგორც ქალაქის მერმა 2019 წლიდან. საუბარია „ხანგრძლივი და მტკივნეული კრიზისით დაზარალებულ ბიუჯეტზე“, როცა მან მუნიციპალური ხელისუფლება ჩაიბარა. „ჩვენ შევიმუშავეთ და განვახორციელეთ რეალური პრობლემების რეალური გადაწყვეტილებები. ჩვენ გვქონდა პროგრამა, გვქონდა გეგმა და გადაწყვეტილი გვქონდა მუშაობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვამაყობთ ჩვენი პოლიტიკური და იდეოლოგიური „რწმენით“, მაგრამ ჩვენ ვდგავართ პარტიებზე, ფერებზე, ფრაქციებსა და ეგოებზე მაღლა. ამიტომ ვაერთიანებთ კანდიდატებს, რომლებიც 2019 წელს ოთხ სხვადასხვა ფრაქციაში იყვნენ“.
შემდეგ მან ისაუბრა მისი მუნიციპალური ფრაქციის მიზნებზე, თუ როგორ გახდეს ქალაქი “უფრო მდგრადი, უფრო ფუნქციონალური, უფრო გამძლე, უფრო მეგობრული, უფრო ჰუმანური, უფრო ევროპული”. მან მოუწოდა თავის აუდიტორიას გეგმით- “დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ. ჭრილობების დახურვა, რომლებმაც უკვე შეხორცება დაიწყეს. ტროტუარებიდან და ცარიელი შენობებიდან, სიმწვანემდე, ჟანგბადამდე, რომელიც ძალიან გვაკლია. მზად ვართ შეხვდეთ ახალ გამოწვევებს, როგორიცაა ჰიპერ ტურიზმი და კლიმატის კრიზისი, რომელიც “ცდის” ქალაქის ინფრასტრუქტურის მდგრადობას. დავიწყოთ ახალგაზრდული ქალაქის დაგეგმვა, ჩვენ აქ ვართ თანამედროვე, უსაფრთხო, ჯანსაღი, ოპტიმისტური ათენისთვის“.
აღსანიშნავია,რომ ღონისძიებას ატიკის რეგიონის კანდიდატი ნიკოს ხარდალიასიც დაესწრო.