კრეტა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 53 წლის მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა
კრეტა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 53 წლის მძღოლის სიცოცხლე იმსხვერპლა
13 ნოემბერს ღამით კატო კასტელიანონის გზაზე მინოა პედიადოსის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 53 წლის კაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეასკდა.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც დაშავებული ვენიზელიოს საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოში მიყვანისას კაცს უკვე სიცოცხლის ნიშნები აღარ აღენიშებოდა.
მიმდინარეობს გამოძიება ავარიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად.
Facebook Comments Box
