კრეტა: არასრულწლოვნებმა ერთმანეთი დაუნდობლად სცემეს
კრეტა: არასრულწლოვნებმა ერთმანეთი დაუნდობლად სცემეს
კუნძულ კრეტაზე, ხანიაში, ძველი პორტის ტერიტორიაზე არასრულწლოვნებმა ერთმანეთი დაუნდობლად სცემეს. შემთხვევა ჩხუბის მხილველებმა ტელეფონით გადაიღეს.
ვიდეოში, რომელსაც zarpanews.gr ავრცელებს, ჩანს როგორ დაეცა ერთ-ერთი არასრულწლოვანი მიწაზე და როგორ ურტყამს მას მეორე. ბავშვების გარშემო იმყოფებიან მათი თანატოლები, რომლებიც თვალს ადევნებენ ჩხუბს, თუმცა მათ გაშველებას არავინ ცდილობს.
ვიდეოში ისმის ერთ-ერთი თვითმხილველის ხმაც, რომელიც იძახის “ სისხლი მოსდის, გეყოფა! “
ვიდეოში ვხედავთ კიდევ ერთ ინციდენტს, რომელიც ემატება მუდმივად მზარდ სოციალურ პრობლემას, რაც ბულინგსა და არასრულწლოვანთა დანაშაულის უწყვეტი ზრდას ეხება.
Facebook Comments Box