კრეტა: გაუჩინარებული ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
კრეტა: გაუჩინარებული ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს
ბოლო დროს ხშირად გვხვდება განცხადებები გაუჩინარებული ტურისტების შესახებ. ერთ-ერთი მათგანი იყო 80 წლის ტურისტიც ბელგიიდან, რომელიც არაჩვეულებრივ დროს ატარებდა კუნძულ კრეტაზე და ცხოვრობდა მალიონში მდებარე სასტუმროში.
გუშინ 80 წლის მამაკაცი წმინდა ნიკოლაოსის არქეოლოგიური ტერიტორიის მოსანახულებლად წავიდა და სწორედ ამ მომენტიდან დაიკარგა მისი ყველა კვალი.
გაუჩინარებულ მამაკაცს მისი მეუღლე საღამოს საათებიდან ეძებდა და როცა ყველა იმედი გადაეწურა პოლიციას მიმართა საშველად.
სამწუხაროდ სამართალდამცავმა ორგანოებმა გაუჩინარებული ტურისტის ცხედარი არქეა ლატუსის არქეოლოგიური ტერიტორიის მიმდებარედ აღმოაჩინეს.
ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა გარდაცვალების მიზეზის დასადგენად.
Facebook Comments Box