Latest news
რომის პაპის დაკრძალვას საბერძნეთის პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად ესწრება ილია: ძმა დას ყელში სწვდა და მოკვლით დაემუქრა  5 000-ზე მეტი მეხი ჩამოვარდა კრეტასა და როდოსზე ყველგან თან დამყავდა.. მინდა უკან დამიბრუნდეს ჩემი პატარა გოგო - აცხადებს 13 წლის გოგონას დედა, რომლ... როგორ და რატომ წაეკიდა ცეცხლი პაციენტს ოპერაციის დროს  მიწის ნაკვეთების სავალდებულო დასუფთავების ვადამ 15 ივნისამდე გადაიწია სალონიკი: მეტროსთან უპატრონოდ დატოვებულმა ჩემოდანმა აურზაური გამოიწვია მერყევი ამინდი საბერძნეთის ტერიტორიაზე კვირამდე შენარჩუნდება სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღებას იწყებს - სახანძრო სამსახურებს ახალი... საპირველმაისოდ ქალაქის ცენტრში მსვლელობები იგეგმება
კვირა, აპრილი 27, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

კრეტა: დაკავებულია ციხის თანამშრომელი, რომელიც პატიმრებისთვის ტელეფონის შეტანას ცდილობდა

კრეტა: დაკავებულია ციხის თანამშრომელი, რომელიც პატიმრებისთვის ტელეფონის შეტანას ცდილობდა

აღია ხანიას ციხის გარე ტერიტორიის დაცვის თანამშრომელი მობილურ ტელეფონებს ციხის ტერიტორიაზე ტოვებდა. აღნიშნულ ტერიტორიებზე პატიმრებს ჰქონდათ წვდომა და შეეძლოთ სატელეფონო ზარები განეხორციელებინათ.

დაკავების შემდეგ 27 წლის დაცვის თანამშრომელი პოლიციამ პროკურორთან დაკითხვაზე გადაიყვანა. თუმცა დაკავებული პატიმრობაში არ დარჩა და პროკურორის ბრძანებით დაკავებული დროებით, საქმის განხილვამდე გაათავისუფლეს.

გარე ტერიტორიის მცველთა კავშირის პრეზიდენტმა, პანაიოტის სტაფილარაკმა განაცხადა: “საუბარი გვაქვს შემთხვევაზე, რომელმაც ძალიან გაგვაბრაზა, იმედები გაგვიცრუა და შეგვაშფოთა. დაკავებული 7 თვის მანძილზე მუშაობდა ციხის გარე ტერიტორიის მცველად. აღნიშნულ პოსტზე გადმოსვლამდე კი შიდა ოფიცრის პოზიციაზე მუშაობდა. ჩვენ, როგორც კავშირი, ერთის მხრივ უხერხულად ვგრძნობთ თავს მომხდარის გამო, ხოლო მეორეს მხრივ კი ვთვლით, რომ იღბლიანები ვართ, რადგან მალევე მოხდა დანაშაულებრივი ქმედების აღმოჩენა.” 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *