კრეტა: თავდასხმა ტურისტების ოჯახზე
კრეტა: თავდასხმა ტურისტების ოჯახზე
სხეულის მძიმე დაზიანებებით, სახისა და სხეულის არეში მიყენებული დარტყმების შედეგად, გადაიყვანეს საავადმყოფოში ტურისტების ოჯახი, რომელსაც თავს დაესხნენ საბერძნეთის მოქალაქეები ირაკლიოსში მდებარე ერთ-ერთ ბარში.
patris.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 4 თავდამსხმელმა, რომელთა ვინაობაც ამ დრომდე უცნობია პოლიციისთვის, სკამები ურტყეს 41 წლის ქალს ისლანდიიდან, მის 49 წლის მეუღლეს კანადიდან და მათ 21 წლისა და 18 წლის ორ შვილს.
დედა და შვილები, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გამოწერეს საავადმყოფოდან, ხოლო მამა კი ამ დრომდე რჩება ვენიზელიოს საავადმყოფოში.
Facebook Comments Box