კრეტა: კერძო სახლი ცეცხლის ალში გაეხვა
კრეტა: კერძო სახლი ცეცხლის ალში გაეხვა
ორშაბათს 22:00 საათზე აღიუ ვასილიუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ უბანში, ლიგრესში მდებარე კერძო სახლი ცეცხლის ალში გაეხვა.
Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ხანძარი მთლიან შენობას მალევე მოედო. შემთხვევის ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად 8 მეხანძრე 3 სახანძრო მანქანით მუშაობდა. მეხანძრეების თავდაუზოგავი შრომის შედეგად ცეცხლი რამდენიმე საათში უკვე კონტროლს ექვემდებარებოდა. საბედნიეროდ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ სახლს დიდი მატერიალური ზიანი მიადგა.
მიმდინარეობს გამოძიება ხანძრის გამოომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box