კრეტა: მოტოციკლის მძღოლი 25 წლის გოგოს უკნიდან დაეჯახა – წაქცეული გოგო გზაზე ათრია
კრეტა: მოტოციკლის მძღოლი 25 წლის გოგოს უკნიდან დაეჯახა – წაქცეული გოგო გზაზე ათრია
პარასკევს საღამოს წყვილმა, რომელიც ალიკარნასოსკენ მიემართებოდა საჭმელად სანაპიროზე გატარებული დღის შემდეგ, შეამჩნია, რომ მოტოციკლეტის მძღოლი, რომელიც მათ უკან მიჰყვებოდა ჩუმად გოგონას ზურგს უღებდა ფოტოებს. შუქნიშანზე შეჩერების შემდეგ 25 წლის გოგონას მეუღლე მიუახლოვდა მეორე მოტოციკლის მძღოლს და ტელეფონი მოსთხოვა, რათა წაეშალა ფოტოები, რომელშიც მისი მეუღლის ზურგი ჩანდა. მოტოციკლის მძღოლმა თავიდან წინააღმდეგობა გაუწია გოგონას მეუღლეს, თუმცა საბოლოოს ტელეფონის ჩამორთმევის შემდეგ წყვილი დარწმუნდა, რომ ნამდვილად მათ უღებდა აღნიშნული პირი ფოტოებს.
განცვიფრებულმა გოგომ მოტოციკლის მძღოლს მოსთხოვა, რომ ფოტოები წაეშალა. თუმცა მოტოციკლის მძღოლმა გოგონას ტელეფონი გამოგლიჯა ხელიდან დაქოქა მოტოციკლი და იმის ნაცვლად, რომ გოგონასთვის თავი აერიდებინა მას განზრახ დაეჯახა და გადაუარა. “დაქოქა მოტოციკლი და იმის ნაცვლად რომ მარჯვნივ გაეხვია ზედ გადამიარა. მე წონასწორობა დავკარგე და დაცემისას მოტოციკლის უკანა ნაწილს მოვეჭიდე. მძღოლი არ გაჩერდა და დაახლოვებით 20 მეტრის გზაზე მახოხიალა. შოკში ჩავვარდი და არ ვიცოდი რა ხდებოდა. ვეძახდი: “გაჩერდი.. გაჩერდი.. მტკივა..” ის კი მპასუხობდა: “ხელი გაუშვი მოტოციკლს” და მაქსიმალური სიჩქარით მიდიოდა, რათა ვეიძულებინე, რომ ხელი გამეშვა.”
რაღაც მომენტში გოგონამ მართლაც გაუშვა ხელი მოტოციკლს, შუა ქუჩაში თავბრუდასხმული აღმოჩნდა სადაც არსებობდა საშიშროება, რომ გამვლელი მანქანაც კი დაჯახებოდა.