კრეტა: მოძალადე ცოლს და შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა – საკუთარი შვილის ნივთებს ცეცხლი გაუჩინა
კრეტა: მოძალადე ცოლს და შვილს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა – საკუთარი შვილის ნივთებს ცეცხლი გაუჩინა
პოლიციამ 55 წლის კაცი დააკავა, რომელმაც მისი 51 წლის მეუღლისთვის მიყენებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ იკმარა და საკუთარი შვილის ნივთებს ცეცხლი წაუკიდა.
ძალადობის მსხვერპლის საჩივარზე დაყრდნობით ბრალდებული როგორც მას, ასევე მათ 21 და 16 წლის შვილებს ემუქრებოდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და კონკრეტულად მასზე ძალადობდა ფიზიკურადაც.
დაკავებულმა მისი შვილის ტანსაცმელი და სკოლის ნივთები მოაგროვა და სახლის ეზოში დაწვა.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 51 წლის ქალმა პანიკის ღილაკის დამონტაჟება მოითხოვა.
Facebook Comments Box