კრეტა: ტრაგიკულმა შემთხვევამ 27 წლის სტელიოსის სიცოცხლე იმსხვერპლა
კრეტა: ტრაგიკულმა შემთხვევამ 27 წლის სტელიოსის სიცოცხლე იმსხვერპლა
კუნძულ კრეტაზე, კერძოდ ვიანნოში მამასთან და ძმასთან ერთად სანადიროდ წასულმა 27 წლის სტელიოსმა სახლში დაბრუნება ვეღარ შეძლო.
შაბათს დილით ნადირობისას ვიანნუს მუნიციპალიტეტის მთიან ნაწილში ახალგაზრდას ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა.
დაშავებული ხევიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჩიხიდან ამოყვანისას ახალგაზრდას უკვე სიცოცხლის ნიშნები აღარ აღენიშნებოდა.
Facebook Comments Box
