კრეტა: ცოლმა ქმარს შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის უჩივლა
კრეტა: ცოლმა ქმარს შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის უჩივლა
ოჯახური ძალადობის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა კუნძულ კრეტაზე.
Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 39 წლის ქალმა 45 წლის ქმარს მათ 10 წლის შვილზე ფიზიკური ძალადობის გამო უჩივლა.
ბრალდებული აცხადებს, რომ გუშინ, სამშაბათს ღამით, შვილს იმიტომ ეჩხუბა, რომ მეცადინეობა არ უნდოდა. ჩხუბისას მწყობრიდან გამოვიდა და 2-ჯერ გაარტყა ხელი.
39 წლის ქალი აცხადებს, რომ არ უნდა მისი ქმრის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, უბრალოდ უნდოდა, რომ ეს ყოფილიყო ბოლო და უკანასკნელი შემთხვევა, როცა მისმა ქმარმა მათ შვილს ხელი დაარტყა.
Facebook Comments Box