კრეტა: ჰაიკინგისას დედა-შვილი გაუვალ ბილიკზე დაიკარგა
კრეტა: ჰაიკინგისას დედა-შვილი გაუვალ ბილიკზე დაიკარგა
საფრთხისშემცველი თავგადასავლის გმირი აღმოჩნდა დედა-შვილი, რომელმაც კუნძულ კრეტაზე, ლევკონ ორეონის ტერიტორიაზე ღამით გასეირნება გადაწყვიტა.
cretapost -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ტურისტებმა იტალიიდან გუშინ საღამოს გადაწყვიტეს გაჰყოლოდნელ გაუვალ ბილიკს ფალასარნადან ბალოს მიმართულებით. დაახლოვებით საღამოს 07:30 საათზე კი მიხვდნენ, რომ აღარ შეეძლოთ გზის გაგრძელება და ვერც უკან დასაბრუნებულ ბილიკს ხედავდნენ და დასახმარებლად სამაშველო სამსახური გამოიძახეს.
სამძებრო სამუშაოები 15-მა მაშველმა დაუყოვნებლივ დაიწყო და მალევე შეძლო დაკარგული ქალების ადგილსამყოფელის დადგენა.
Facebook Comments Box
