კრეტა: 13 წლის გოგონა საავადმყოფოში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მწვავე სიმპტომებით მიიყვანეს
კრეტა: 13 წლის გოგონა საავადმყოფოში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის მწვავე სიმპტომებით მიიყვანეს
neakriti.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არასრულწლოვანმა მის თანატოლ მეგობრებთან ერთად არაყი ადგილობრივ სუპერ-მარკეტში შეიძინა.
მძიმე ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 13 წლის გოგონა ჯერ ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, თუმცა საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, ანალიზების ჩასატარებლად და მუდმივი ზედამხედველობისთვის აუცილებელი გახდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.
პოლიციამ დააკავა სუპერ-მარკეტის მეპატრონე არასრულწლოვნებისთვის ალკოჰოლური ნივთიერების მიყიდვის ბრალდებით.
Facebook Comments Box