კრეტა: 82 წლის კაცი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
კრეტა: 82 წლის კაცი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
3 წლით პატიმრობა მიესაჯა 82 წლის კაცს, რომელიც ოჯახური ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს.
ძალადობის მსხვერპლი 78 წლის ქალია, რომელიც სასამართლო პროცესზე შვილმა ინვალიდის სავარძლით მიიყვანა.
cretalive.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად შვილი მშობლებთან ერთად ცხოვრობს რათა მოხუცებულ მშობლებს დაეხმაროს. თუმცა მამამ ოჯახში თანაცხოვრება გაუსაძლისი გახადა. 82 წლის კაცი ხშირად გამოდიოდა წყობილებიდან და ემუქრებოდა როგორც მის მეუღლეს, ასევე შვილსაც.
“გაუსაძლისი იყო უკვე ჩვენი თანაცხოვრება. თუ სახლში დაბრუნდება ჩვენ მოგვიწევს სახლიდან ქუჩაში წასვლა.” – განაცხადა დედა-შვილმა.
Facebook Comments Box
