კრიტიკულია წყვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სოკომ მოწამლა
კრიტიკულია წყვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სოკომ მოწამლა
კრიტიკულია 65 წლის კაცისა და მისი 55 წლის მეუღლის მდგომარეობა, რომლებიც იტალიის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადის ამჟამად მკურნალობას.
წყვილი ედესაში სოკომ მოწამლა. ადგილობრივ საავადმყოფოში პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ კი ექიმებმა აუცილებლად ჩათვალეს პაციენტების საჰაერო გზით იტალიაში გადაყვანა. პაციენტები ჯერ ათენში ჩამოფრინდნენ და ათენიდან რომისა და პიზას საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
იტალიაში წყვილს ექიმებმა ღვიძლის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი დაუსვეს და ამჟამად ტრანსპლანტაციის ეროვნული ორგანიზაცია მათთვის თავსებადი ტრანსპლანტების ძიების პროცესშია.
Facebook Comments Box
