კრიტი: პოლიციის თანამშრომლებმა მანქანაში მიტოვებული ბავშვი გადაარჩინეს
ავტომანქანაში მცირეწლოვანი ბავშვის მარტო დატოვების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა კრიტზე, ხანიაში. საბედნიეროდ პოლიციის დროულმა ჩარევამ ის დიდი ალბათობით გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა.
შემთხვევა გუშინ, კვირას, საღამოს 8:30 საათამდე მოხდა, როდესაც გამვლელებმა შენიშნეს, რომ ჩაკეტილ მანქანაში, 35° სიცხეში მიტოვებული ბავშვი ტიროდა და პოლიციას შეატყობინეს.
ადგილზე სასწრაფოდ მისული პოლიციის თანშრომლები იძულებული გახდნენ ავტომობილის მინა გაეტეხათ და ბავშვი გარეთ გამოეყვანათ რომელიც, როგორც აღმოჩნდა, საკმაო დროით ჩაკეტილი იყო.
ცოტა ხნის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მისი მშობლებიც მივიდნენ, რომლებიც მეორე შვილთან ერთად ვენეციურ ნავსადგურში სასეირნოდ იყვნენ წასული. ისინი არ ეკონტაქტებოდნენ პოლიციას და ისე იქცეოდნენ თითქოს არაფერი მომხდარა და ბავშვის მანქანაში მიტოვება ჩვეულებრივი ამბავი იყო.
43 წლის იაპონელი წყვილი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გაუფრთხილებლობისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მკაცრი რეკომენდაციების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს.