Latest news
პარასკევს, 21 მარტს 24 საათიანი გაფიცვა გამოცხადდა - ვინ მიიღებს მონაწილეობას გაფიცვაში როდოსი: სასტუმროს რესტავრაციისთვის მიშენებული ხარაჩოები ჩამოინგრა და 20-ზე მეტი ავტომანქანა დააზიანა პოლიხნი: საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაშავდა დღეიდან ატმოსფეროში თბილი ჰაერის მასების შემოდინება დაიწყება საზარელი შემთხვევა ზოღრაფუზე - წყვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ვორიდის: არალეგალმა ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ რომ მათთვის საბერძნეთის კარი ღია არ არის კატო ახაია: 2 თვის ჩვილს მენინგიტი დაუდგინდა - პაციენტის მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება სალონიკი: დააკავეს 46 წლის ტაქსის მძღოლი, რომელმაც აეროპორტიდან 57 წლის მგზავრის ჩანთა მოიპარა სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით...
ხუთშაბათი, მარტი 20, 2025
საბერძნეთი

კრიტი: ფრანგი ტურისტი კუნძულ ხრისზე ზღვიდან გარდაცვლილი გამოიყვანეს

კვირას შუადღისას, კრიტზე, ზღვაში ცურვისას მამაკაცი გარდაიცვალა.

გავრცელებული  ინფორმაციით, ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა ფრანგი ტურისტი კუნძულ ხრისზე პატარა ნავით ბელეგრინას სანაპიროზე თანამგზავრებთან ერთად საბანაოდ ჩავიდა.

სამწუხაროდ, ცურვისას 84 წლის ტურისტმა გონება დაკარგა.  მასთან ერთად მყოფმა თანამგზავრებმა ის ზღვიდან ამოიყვანეს და პირველადი დახმარების გაწევა სცადეს, შემთხვევის ადგილზე საპორტო სამაშველო ნავიც მივიდა.

მაშველები  იერაპეტრას პორტის ნავსადგურში მისვლამდე  მის გადარჩენას ცდილობდნენ,  შემთხვევის ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც მაგრამ  მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

მისი ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად ირაკლიოს საუნივერსიტეტო გენერალურ საავადმყოფოში გადაასვენეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *