Latest news
კასელაკისი და ტაილერი ΟΑΚΑ-ს სტადიონზე ოფი კრეტას მაისურებით გამოჩნდნენ წყლის დეფიციტი საბერძნეთში: ქვეყანა მსოფლიო მასშტაბით მე-19 ადგილზეა წყლის დეფიციტის საშიშროებით ვარდა: 23 წლის ეგვიპტის მოქალაქემ მისი თანამემამულე დანით დაჩეხა პატრა: 75 წლის კაცი ძმისშვილის ქორწილში ცეკვის დროს გარდაცივალა რომი: იტალიამ საბერძნეთს 360 მილიონი ევრო გადასცა Hellenic Train-ის მატარებლების უსაფრთხოების უზრუნვ... ელევსინასთან გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული ავსტრია გახდა, ხოლო საბერძნეთმა კი მე-6 ადგილი დაიკავა რომის პაპის ინაუგურაცია დაიწყო დღეს სამშვიდობო მარათონი 08:00 საათზე დაიწყება მსოფლიო ისტორიის ყველაზე სასტიკი ქალები
კვირა, მაისი 18, 2025
საბერძნეთი

კრიტი: ხანიაში ბიზნესმენებისგან თანხის გამოძალვაში ბრალდებული, EL.AS-ის ოფიცერი დააკავეს

თანხის გამოძალვის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ ხანიაში საბერძნეთის პოლიციის ოფიცერი დააკავეს.

როგორც ცნობილი გახდა, დაკავებულს ბრალად ედება ფულის გამოძალვა, თანამშრომლისგან ქრთამის აღება და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება.

გამოძალვაში თანამონაწილეობის ბრალდებით ასევე დააკავეს ოფიცრის ახლობელი სპეცრაზმელიც.

EL.AS-ის ცნობით, იყო საჩივრები, რომ აღნიშნული პოლიციელი სისტემატიურად აშანტაჟებდა კვების ობიექტების მფლობელებს, სთხოვდა და იღებდა თანხებს, რათა არ მიეღოთ მონაწილეობა აუქციონის პროცედურებში ქირავნობასთან დაკავშირებით. ის ასევე ჩართული იყო სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში.

ძიების პროცესში თავდაპირველად სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შეგროვდა საჭირო მტკიცებულებები, შემდეგ კი შსს პოლიციის სპეციალურმა ჯგუფმა ადგილზე ჩაატარა წინასწარი გამოძიება კუნძულზე, რომლის ფარგლებშიც ოფიცრის უკანონო ქმედების შედეგად დაზარალებული ოთხი მსხვერპლი გამოვლინდა.

ამ კონტექსტში გაირკვა, რომ ერთ-ერთი მსხვერპლისგან გამომძალველისთვის 7 900 ევროს ოდენობის თანხის მიწოდება იყო „მოლოდინში“. პოლიციის მიერ აღნიშნული ოდენობის წინასწარ მარკირებული თანხა გადაეცა მომჩივანს, რომელმაც ბრალდებული პოლიციელისგან მიღებული შესაბამისი მითითებების შესაბამისად, ჩადო ის მისი სახლის საფოსტო ყუთში, საიდანაც თანხა მისმა ნათესავმა ამოიღო, რასაც მოჰყვა ორივე  ბრალდებულის დაკავების ოპერაცია. კონვერტი წინასწარ მონიშნული ბანკნოტებით მათი სახლის  შესასვლელში იპოვეს, ხოლო ჩატარებული გამოძიებებიდან 9910 ევრო და მობილური ტელეფონი ამოიღეს.

დაკავებულები გადაიყვანეს პროკურატურაში, ხოლო გამოძიება გამოძალვისა და სხვა მათ მიერ ჩადენილი მსგავსი უკანონო ქმედებების თაობაზე ჯერ კიდევ გრძელდება.

 

 

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *