კუნძულებზე სამედიცინო პერსონალის არ არსებობამ შესაძლოა ტრაგიკულ შედეგამდე მიგვიყვანოს
კუნძულებზე სამედიცინო პერსონალის არ არსებობამ შესაძლოა ტრაგიკულ შედეგამდე მიგვიყვანოს
გზაზე, რომელსაც დასასრული არ უჩანს, დგას ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის მთავარი მიზანია საბერძნეთის კუნძულები სამედიცინო პერსონალით მოამარაგოს, რათა უზრუნველყოფილ იქნას კუნძულის მოსახლეობისა და დამსხვენებლების უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრომ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გაატარა არაერთი ღონისძიება სამედიცინო პერსონალის არ არსებობის ან არასაკმარისობის პრობლემა მაინც აღმოუფხვრელი რჩება.
აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება გაზადხული-ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად, რადგან კუნძულებზე ხალხის რაოდენობა მატულობს და შესაბამისად იზრდება სამედიცინო დახმარების მოთხოვნის მაჩვენებელიც.
ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნამდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება არსებობს თუ არა ახალი გეგმა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სამედიცინო დახმარების გაძლიერებისთვისა და უბედური შემთხვევების პრევენციისთვის.