Latest news
ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პირი მძიმედ დაშავდა ექსპერტიზის შედეგად 21 წლის იოჰანის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა ტრაგედია კასტორიაში: მოხუცებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ავტოსაგზაო შემთხვევა კიფისოზე: 8 ავტომანქანის შეჯახების შედეგად 7 მგზავრი დაშავდა პოლიცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში - რა უნდა ვიცოდეთ  ამინდის უეცარი ცვლილება ორგანიზმზე შეიძლება ცუდად აისახოს მეტროსადგურ პერისოზე 21 წლის ბიჭი ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს სანაპიროებიდან ისევ მთიან კურორტებზე - ხვალიდან ტემპერატურა რადიკალურად იცვლება სამშაბათიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს 
ორშაბათი, მარტი 17, 2025
საბერძნეთი

კუნძული სანტორინი ევროპაში კვლავ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა

Google-ის ძიების მონაცემების გამოყენებით, მკვლევარებმა შექმნეს რუკა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების მაცხოვრებლების მიერ ყველაზე ხშირად მოძიებულ ევროპულ დასასვენებელ ადგილებს.

185 ქვეყნიდან Google-ის 12 თვის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით კვლევამ გამოავლინა ევროკავშირის მასშტაბით დასასვენებელი ადგილები, რომლებიც ყველაზე ხშირად იძებნებოდა და მათ შორის სანტორინი ევროპაში ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.

საბერძნეთის კუნძულის უზარმაზარი პოპულარობის კომენტირებისას ხაზგასმულია ულამაზესი სანახაობა- ოქროსფერი მზის ჩასვლა ზღვის კიდეზე, თბილი ტემპერატურა და ზღვის უბის თვალისმომჭრელი პეიზაჟები, რის გამოც გასაკვირი არ არის, რომ სანტორინი მოწინავე ადგილზეა, როგორც აუცილებლად სანახავი ლოკაცია.

სიაში მეორე ადგილს იკავებს იბიცა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული  მიმართულებაა ქვეყნებისთვის-ბრაზილია, არგენტინა, ჩილე, კენია, მექსიკა, იამაიკა და პორტუგალია და გამორჩეული  ტურისტული ადგილია ზაფხულის მცხუნვარე მზის, ეგზოტიკური პეიზაჟებისა და განსაცვიფრებელი პლაჟების წყალობით.

საბერძნეთი ასევე ინარჩუნებს პოპულარობას ისეთი მოთხოვნადი მიმართულებებით, როგორიცაა კორფუ, კოსი , მიკონოსი და კრიტი, როგორც ყველაზე მიმზიდველი და სასურველი ევროპული დასასვენებელი ადგილები.

კუნძული სანტორინი სტუმრებს სთავაზობს პლაჟების ფანტასტიკურ არჩევანს , შესანიშნავ სამზარეულოს და რა თქმა უნდა, განსაცვიფრებელ ხედებს .

მრავალსაუკუნოვანი ვულკანური აქტივობის შემდეგ, მისი გეოლოგიური აგებულების გამო კუნძულს აქვს ყველაზე ატიპიური პლაჟები წითელი და შავი ქვიშით.

წითელი პლაჟი კუნძულის ყველაზე ცნობილი სანაპიროა, წითელი ქვიშით და უზარმაზარი, შთამბეჭდავი წითელი ბორცვით ფონზე. შემდეგ არის კენჭოვანი  კამარის პლაჟი და ასევე პერისას სანაპირო, შავი ქვიშათა და მშვიდი წყლებით, თუმცა მთიანი რელიეფის გამო, სანტორინის პლაჟებზე წვდომა არც ისე ადვილია, როგორც მიკონოსზე.

სანტორინზე ვიზიტორებს ასევე შეუძლიათ დააგემოვნონ უგემრიელესი კერძები. ადგილობრივებს ბევრი ბოსტნეულს მოჰყავთ და კუნძული ცნობილია თავისი შესანიშნავი ღვინოებით . კლდოვანი, დაქანებული, ვულკანური რელიეფი იდეალურია ვენახებისთვის და ადგილობრივი ღვინოები ცნობილია მთელს მსოფლიოში. ასე რომ, საკვები სანტორინიში არის სუფთა და მსუბუქი, მომსახურება კი თბილი და მეგობრულია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *