Latest news
9 მარტს დაკითხავენ ყოფილ მეან-გინეკოლოგს, რომლის სახლიდანაც ბავშვთა პორნოგრაფიის შემცველი ვიდეომასალ... 7 მარტს საბერძნეთში კიდევ 538 ბერძენი დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მარიას და მართას ისტორია: ქალები, რომლებიც ბერძნულ პორტებში გაბატონებულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ ნახევარმარათონის უჩვეულო და გამორჩეული მონაწილეები მარინაკუ ნახევარმარათონის გამარჯვებული უკვე მესამედ გახდა საგზაო პოლიციამ ალკოტესტი მძღოლის ნაცვლად მგზავრს ჩაუტარა პტოლემაიდა: 49 წლის კაცს ძმამ დანით ჭრილობები მიაყენა 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება პენსიონერი ექიმის სახლიდან ბავშვთა პორნოგრაფიის ჩანაწერები ამოიღეს სალონიკი: ChatGPT-ის ლოგოთი დამზადებული სააღდგომო სანთლის შესაძენად რიგებია
ორშაბათი, მარტი 9, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

კუნძულ კრეტაზე გაჩენილი ხანძარი ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკვე საფრთხეს წარმოადგენს – დაშავებულია 74 წლის მამაკაცი

კუნძულ კრეტაზე გაჩენილი ხანძარი ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკვე საფრთხეს წარმოადგენს – დაშავებულია 74 წლის მამაკაცი

დღეს დილით გაჩენილი ხანძარი კრეტაზე, იერაპეტრაში კონტროლს აღარ ექვამდებარება და უკვე დიდ ტერიტორიას მოედო. 

მავრო კოლიმბოში ხანძრის შედეგად დაშავდა 74 წლის მამაკაცი, რომელსაც სხეულზე არაერთგზის დამწვრობა აქვს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით 74 წლის მოხუცებულმა სახლი დატოვა მაშინვე, როცა ტელეფონზე 112-დან გამაფრთხილებელი მესიჯი მიუვიდა, მაგრამ მოგვიანებით უკან დაბრუნდა, რათა საკუთარი სახლი ხანძრისგან დაეცვა.  თუმცა მოხუცებულმა ვერც სახლის დაცვა შეძლო და ვერც საკუთარი თავის. მას ცეცხლმა არაერთი დამწვრობა მიაყენა. დაშავებულის დასახმარებლად ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა და ვენიზელიოს საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოში კი ექიმებმა გართულებების თავიდან ასარიდებლად მისი სასუნთქ აპარატზე შეერთება გადაწყვიტეს, რადგან მოხუცებულს ფილტვებზე პრობლემები აქვს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *