Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კუნძულ კრეტაზე ეგვიპტისკენ მიმავალი თვითმფრინავი საგანგებო მდგომარეობის გამო დაეშვა 

კუნძულ კრეტაზე ეგვიპტისკენ მიმავალი თვითმფრინავი საგანგებო მდგომარეობის გამო დაეშვა 

ათენი-ეგვიპტის რეისზე ატეხილი აყალმაყალის გამო პილოტი იძულებული გახდა თვითმფრინავშო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებინა და კუნძულ კრეტაზე, ირაკლიოს აეროპორტში დაშვებულიყო.

აურზაური 38 წლის ქალის გამო ატყდა, რომელიც დიდი ოდენობით ალკოჰოლის ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

ქალმა საყვადური გამოთქვა ბორტგამცილებლებთან, რომ მის უკან მჯდომი მგზავრი აწუხებდა, რადგან მის სავარძელს წიხლებს ურტყამდა.

მალევე ქალის საყვედურები აგრესიასა და მუქარაში გადაიზარდა. ქალი ბორტგამცილებელს ხელით შეეხო და გაკაწრა. 

ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მგზავრი ამით არ დაკმაყოფილებულა და ყველა მგზავრს, მათ შორის მის მეუღლესაც დაემუქრა. წყვილი თვითმფრინავში შილთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც სირცხვილისგან სახეს იფარავდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ქალის დამშვიდება საერთო ძალებითაც კი ვერ მოხერხდა პილოტმა საჭიროდ ჩათვალა მგზავრების უსაფრთხოებისთვის ირაკლიოს აეროპორტში დაშვებულიყო და ქალი პოლიციისთვის გადაეცა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაკავებულის ქმარ-შვილმა მგზავრობა ეგვიპტის მიმართულებით განაგრძეს, ქალი კი საბერძეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა განყოფილებაში გადაიყვანეს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *