Latest news
ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა ვიოლანდა: ქარხნის თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ ვიოლანდა: ქარხნის მფლობელს დაკითხვაზე გადაიყვანეს სისხლისგან იცლებოდა, მაგრამ გასაღებს მაინც არ მაძლევდა - აცხადებს 64 წლის კაცი, რომელმაც საკუთარ ძმა... ტაქსის მძღოლები 3 დღიან გაფიცვას აცხადებენ ქაოსი ქუთაისი-სალონიკის ფრენაზე იყო თუ არა ელექტრო ავტომანქანა, რომელსაც ეთნიკი ოდოსზე ცეცხლი გაუჩნდა თავისუფალი თეატრი 20 თებერვალს 24 საათით გაიფიცება არღირუპოლი: 22 წლის ბიჭი საავადმყოფოში სხეულის მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს დღეიდან ვიოლანდას მფლობელის მეორე ქარხანა Vitafree-ც დაიკეტება
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

კუნძულ როდოსზე დაპირისპირება მოხდა ორ უცხოელ ქალს და ავტოსადგომის მფლობელებს შორის

კუნძულ როდოსზე, კერძოდ ფალირაკში, 16 ოქტომბერს, საღამოს 20:30 საათზე დაპირისპირება მოხდა 35 და 31 წლის ორ ინგლისელ ქალს და კერძო ავტოსადგომის მფლობელ მამა-შვილს შორის მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელებმა არ მისცეს უფლება ქალებს ნაქირავები ავტომანქანა სადგომზე გაეჩერებინათ, რასაც შედეგად მათ შორის დაპირისპირება და კამათი მოჰყვა.

ქალებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ავტოსადგომის მფლობელებს,  ხოლო ერთ-ერთი მათგანი მანქანაში დაბრუნდა და უკუსვლით სცადა სადგომის მფლობელ 30 წლის  მამაკაცისთვის მანქანა დაერტყა. მამამ უბიძგა შვილს და განზე გააგდო, შედეგად კი დარტყმა თავის თავზე მიიღო და დაშავდა.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინეს, ორივე ქალი დააკავეს და მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ორივე მათგანი როდოსის სისხლის სამართლის სასამართლოში გადაიყვანეს.

ბრალდებულებმა უარყვეს მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება და აცხადებდნენ, რომ მათ უბრალოდ მანქანის გაჩერება სურდათ, ხოლო 67 წლის მამაკაცისთვის მანქანის დაჯახების ფაქტზე თქვეს, რომ  არ შეუმჩნევიათ.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *