კუნძულ სამოსზე გაჩენილი ხანძარი ნაწილობრივ კონტროლს ექვემდებარება
კუნძულ სამოსზე გაჩენილი ხანძარი ნაწილობრივ კონტროლს ექვემდებარება
კუნძულ სამოსზე ხანძარი საღამოს 21:00 საათზე გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად მოედო დიდ ტერიტორიას და საშიშროებას წარმოადგენდა დასახლებისთვსიაც.
ხანძრის ჩასაქრობად მუშაობდა 35 მეხანძრე 11 სახანძრო მანქანით, 1 ფეხმავალთა ჯგუფი და მოხალისეები.
ძლიერი ქარების გამო ცეცხლი 10 წუთში სანაპიროს მიმართულებით გავრცელდა, არქეოლოგიური ტერიტორიისკენ, კერძოდ ირას ტაძარი და კოლონა მდებარეობს.
სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქარს რომ სხვა მიმართულებით დაებერა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა სასტუმროები, სოფელი ირეონი და აეროპორტი.
ამ დროისთვის ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.
Facebook Comments Box