კუნძულ სანტორინზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
კუნძულ სანტორინზე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული
კუნძულზე მომხდარი მიწისძვრის გამო განვითარებულმა მოვლენებმა სანტორინზე არეულობა და ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია.
შეგახსენებთ რომ კუნძულზე მიწა იძვრა. რეგიონი სეისმურ კრიზისშია რადგან უკვე 100-ზე მეტი ბიძგი ფიქსირდება.
მიწისძვრის ეპიცენტრი სანტორინთან ახლოს მდებარე კუნძული ანიდროსია.
გამომდინარე აქედან იმისთვის რომ ადგილობრივმა და ახლომახლო კუნძლების მოსახლეობამ თავიდან აირიდოს ყოველგვარი მიწისძვრისგან გამოწვეული ზიანი პასუხისმგებელმა ორგანოებმა გადაწყვიტეს უსაფრთხოების ზომების მიღება. კუნძულის სტადიონებზე კარვები უკვე გაშლილია მოსახლეობის ევაკუაციისთვის და პასუხისმგებელი ორგანოების წარმომადგენლები ახდენენ მოსახლეობისა და ტურისტების ინფორმირებას მიწისძვრის შემთხვევაში სწორად ევაკუირებისთვის.