კუნძულ სიროსზე ტანკერი აფეთქდა
კუნძულ სიროსზე ტანკერი აფეთქდა
სამშაბათს, 20 აგვისტოს, კუნძულ სიროსზე გემთმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ტექნიკური-სარემონტო სამუშაოებისთვის გაჩერებული ლიბერიის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მყოფი ტანკერი აფეთქდა.
სიროსის პორტის ადმინისტრაციას აფეთქებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სამშაბათს შუადღეს მიაწოდეს.
ინფორმირებისთანავე შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ნავსადგურის თანამშრომლები, რომლებმაც დაადგინეს, რომ ტანკერის ძრავის ქვაბის ამოქმედებისას არასრული წვის გამო მოხდა შეფერხება, რამაც გამოიწვია აფეთქება.
აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
Facebook Comments Box