კუნძულ ხიოსზე საცხოვრებელ ბინაში დამნაშავეს იარაღის საწყობი ჰქონდა მოწყობილი
კუნძულ ხიოსზე საცხოვრებელ ბინაში დამნაშავეს იარაღის საწყობი ჰქონდა მოწყობილი
იარაღის შეგროვების მანიით არის შებყრობილი საბერძნეთის მოქალაქე, რომელიც კუნძულ ხიოსზე, აღიოს ღეორღიოს სიკუსის ტერიტორიაზე ცხოვრობს. კაცი დიდი რაოდენობით იარაღის სახეობებს ინახავდა სახლში ყოველგვარი სამართლებრივი წინაპირობის დაცვის გარეშე, შესაბამისად საჭირო გახდა მისი სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემა.
პოლიციაში ზარი ანონიმურად შევიდა აღნიშნულ პიროვნებასთან დაკავშირებით. პოლიციის თანამშრომლებმა გამოძიება დაიწყეს და სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს 7 სანადირო თოფი, რომლებსაც დამნაშავე იარაღის ტარება-ფლობის უფლების გარეშე ინახავდა სახლში.
იარაღების მფლობელი პოლიციამ დააკავა, მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა იარაღის უკანონო შენახვისთვის.
Facebook Comments Box