ლამია: ავტომანქანა განათების ბოძებს შეეჯახა
ლამია: ავტომანქანა განათების ბოძებს შეეჯახა
შაბათს გამთენიის 5:00 საათზე ლამიაში ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.
ლამიას გასასვლელისკენ მიმავალი ავტომანქანა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო გზის საპირისპირო ნაკადში გადავიდა, ჯერ გზის ჯებირებს შეეჯახა ხოლო შემდეგ კი განათების ბოძებს შეასკდა.
ძლიერი შეჯახების შედეგად ავტომანქანის მძღოლი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
მიმდინარეობს გამოძიება ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.
Facebook Comments Box