ლამია: კურიერი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
ლამია: კურიერი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
ლამიაში კურიერი, რომელსაც მოტოციკლეტით შეკვეთა მიჰქონდა, ქუჩაში მიმავალ მოხუც ქალბატონს დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევა იფსილანდის ქუჩაზე მოხდა. ფეხით მოსიარულე ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა, როგორც კი კურიერმა მოხუცებული შენიშნა დაამუხრუჭა, მაგრამ მოტოციკლეტი სველ ასფალტზე მოცურდა და ფეხითმოსიარულეს დაეჯახა.
lamiareport.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლამიას საავადმყოფოში გადაიყვანა. მოხუცებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
Facebook Comments Box