Latest news
იანნის ადეტოკუნბომ ცნობილ youtuber-ს IShowspeed-ს აკროპოლისზე გიდობა გაუწია პილიო: 32 წლის ტურისტი ცურვისას დაიხრჩო ღლიკა ნერა: გარდაიცვალა 48 წლის კაცი, რომელიც 17 წლის ბიჭმა უმოწყალოდ სცემა ტემპერატურამ 10 გრადუსით იკლო - მომდევნო ორი დღის განმავლობაში ტემპერატურა 32-33 გრადუსს არ გადააჭარ... მიაულის სანაპიროზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა ანო ლიოსია: საგარეუბნო მატარებლის ლიანდაგებთან ხანძარი გაჩნდა შთამბეჭდავი სავსე მთვარის ფოტოსურათები - ივლისის სავსე მთვარეს ირმის მთვარესაც უწოდებენ საბერძნეთის 7 რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია 3 დღიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ატმოსფეროში სიცხის ტალღა ისევ დაიწყებს შემოსვლას დღეიდან ტემპერატურა შედარებით იკლებს
პარასკევი, ივლისი 11, 2025
საბერძნეთიUncategorized

ლამია-სალონიკის გზაზე მანქანას მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა

ლამია-სალონიკის გზაზე მანქანას მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა

ლამია-სალონიკის ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალი მანქანა 22 ნოემბერს მოულოდნელად ცეცხლის ალში გაეხვა.

უბედური შემთხვევა ათენისკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ავტომანქანა,როგორც კი პელასღიას საგზაო პუნქტი გაიარა, ცეცხლის ალში გაეხვა. 

შეშინებულმა მძღოლი გაჩერდა, მანქანიდან გადმოვიდა და სახანძრო სამსახური გამოიძახა. 

სამართალდამცავმა ორგანოებმა მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა გადაკეტეს, რადგან არსებობდა აფეთქების საშიშროება. 

lamiareport.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად როგორც კი მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ მანქანა აფეთქდა. საბედნიეროდ უბედურ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ცეცხლმა მანქანა ფერფლად აქცია. მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა მალევე შეძლეს. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *