ლამია: ფეხით მოსიარულეს მოტოციკლეტი დაეჯახა და უმწეო მდგომარეობაში ქუჩაში მიატოვა
ლამია: ფეხით მოსიარულეს მოტოციკლეტი დაეჯახა და უმწეო მდგომარეობაში ქუჩაში მიატოვა
ლამიაში, კალივიონის გამზირზე შაბათს საღამოს მოტოციკლეტი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა და ადგილიდან მიიმალა.
lamiareport.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გოგონა მანქანიდან გადმოდიოდა, როცა კარპენისისკენ მიმავალი მოტოციკლეტი დაეჯახა. შეჯახების შემდეგ მოტოციკლის მძღოლი არ გაჩერებულა. პირიქით, სიჩქარეს უმატა და ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების აცხადებენ, რომ გოგონას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მიმდინარეობს გამოძიება მძღოლის ვინაობის დასადგენად.
Facebook Comments Box