ლამია: 14 წლის არასრულწლოვანმა 15 წლის თანატოლისგან ნარკოტიკული ნივთიერება შეიძინა, რომლის მოხმარების შედეგადაც კომაში ჩავარდა
ლამია: 14 წლის არასრულწლოვანმა 15 წლის თანატოლისგან ნარკოტიკული ნივთიერება შეიძინა, რომლის მოხმარების შედეგადაც კომაში ჩავარდა
15 წლის რომამ, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებებით ვაჭრობდა, 14 წლის თანატოლს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სიგარეთი მიყიდა, რომელიც საშიშ ნარკოტიკულ ნივთიერებას “სალვია”-ს შეიცავდა. 14 წლის არასრულწლოვანმა აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების შედეგად გონება დაკარგა ლამიას პარკში. არასრულწლოვანის გადაყვანა საავადმყოფოში დაუყოვნებლივ მოხდა რათა მისთვის პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იგი დღემდე კომაშია, თუმცა მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
დაკავებულია 15 წლის არასრულწლოვანიც. ცნობილია რომ ის ჩვენებას ორშაბათს, 13 მაისს მისცემს.
Facebook Comments Box