Latest news
ინსომნია და მასთან დაკავშირებული პრობლემები 2026 წელს შობადობის რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა ალონისოსის ეროვნულ საზღვაო პარკში ვულა: 24 წლის მძღოლი მანქანას 100 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მართავდა როცა ტაქსს შეეჯახა პირღოს: ვინ არის ახალგაზრდა, რომელიც მე-3 სართულიდან გადმოვარდა მეტროს მე-2 ხაზის რამდენიმე სადგური 15 მარტიდან 21:40 საათზე დაიკეტება სალონიკში 20 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ეჭვმიტანილი დააკავეს პირღოს: 18 წლის ბიჭი აივნიდან გადმოვარდა 13 მარტი ძილის საერთაშორისო დღეა როდის უნდა გადავწიოთ საათები 1 საათით წინ სალონიკი: 20 წლის ბიჭს ზურგში დანით ჭრილობები მიაყენეს
შაბათი, მარტი 14, 2026
საბერძნეთი

ლამია: 14 წლის ბიჭმა კარაბინით სახის არეში მძიმე დაზიანება მიიღო

პარასკევს, შუადღისას, ლამიაში 14 წლის ბოშა ბიჭი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს.

გავრცელებული ცნობით, არასრულწლოვანმა ლევადეიას ქუჩაზე მინდორში ძველი  დაჟანგული კარაბინი და იქვე დაგდებული ვაზნა იპოვა,  ის ათვალიერებდა იარაღს, შემდეგ კი  ქვის დარტყმით შეეცადა ვაზნა ლულაში ჩაესვა, რა დროსაც ვაზნა აფეთქდა, შედეგად მოზარდმა  სახის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

მასთან ერთად მყოფმა სხვა ბავშვებმა შეატყობინეს მის მშობლებს და 14 წლის ბიჭი სასწრაფოდ გადაიყვანეს ლამიას საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.

მომხდარის შესახებ ინფორმირებული იქნა  ადგილობრივი პოლიცია,რომელმაც დაიწყო წინასწარი გამოძიება იმ გარემოებების გამოსაკვლევად, რამაც კინაღამ ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

გამოძიების ფარგლებში, მეთვალყურეობის უგულებელყოფის ბრალდებით დააკავეს ბავშვის 52 წლის მამაც, რომელიც პროკურატურის სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე მოგვიანებით გაათავისუფლეს.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *