ლამია: 52 წლის კაცი საკუთარი სახლის სააბაზანოში გარდაცვლილი იპოვეს
ლამია: 52 წლის კაცი საკუთარი სახლის სააბაზანოში გარდაცვლილი იპოვეს
ორშაბათს, 24 თებერვალს, შუადღეს უგონო მდგომარეობაში იპოვეს 52 წლის კაცი საკუთარი სახლის სააბაზანოში მეზობლებმა, რომლებიც მას 2 დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ.
lamiareport.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად პოლიცია სახლში ზეინკალის დახმარებით შევიდნენ, რომელიც მათ კარის გაღებაში დაეხმარა.
სახლის ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად კი 52 წლის კაცის ცხედარი სააბაზანოში იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გარდაცვლილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და სრულიად მარტო ცხოვრობდა.
გამოძიება გამორიცხავს კრიმინალურ ქმედებას. ცხედარს ჩაუტარდება ექსპერტიზა, რათა დადგინდეს გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი.
Facebook Comments Box