ლარისაში გაჩენილ ხანძარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ლარისაში გაჩენილ ხანძარს ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ხუთშაბათს დილით ლარისაში, ტემბის მუნიციპალიტეტში ტრაგედია დატრიალდა.
გაჩენილმა ხანძარმა სახლი, რომელიც კალიპევკის ტერიტორიაზე მდებარეობდა, მთლიანად დაანგრია.
ხანძარი, გამოძიებისთვის ამდრომდე უცნობ მიზეზთა გამო, დილის 05:40 საათზე გაჩნდა.
ხანძრის ჩასაქრობად სამი სახანძრო მანქანა და სამი დამხმარე წყლისგადამზიდი მანქანა მუშაობდა.
მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრეებმა გაჩენილი ხანძრის დამორჩილება მოახერხეს, მსხვერპლი მაინც ვერ აირიდეს თავიდან. სრულიად ჩამოშლილ სახლში შესვლის შემდეგ, მეხანძრეებმა დამწვარი, 63 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.
Facebook Comments Box