Latest news
იანნის ადეტოკუნბომ ცნობილ youtuber-ს IShowspeed-ს აკროპოლისზე გიდობა გაუწია პილიო: 32 წლის ტურისტი ცურვისას დაიხრჩო ღლიკა ნერა: გარდაიცვალა 48 წლის კაცი, რომელიც 17 წლის ბიჭმა უმოწყალოდ სცემა ტემპერატურამ 10 გრადუსით იკლო - მომდევნო ორი დღის განმავლობაში ტემპერატურა 32-33 გრადუსს არ გადააჭარ... მიაულის სანაპიროზე ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს შეეჯახა ანო ლიოსია: საგარეუბნო მატარებლის ლიანდაგებთან ხანძარი გაჩნდა შთამბეჭდავი სავსე მთვარის ფოტოსურათები - ივლისის სავსე მთვარეს ირმის მთვარესაც უწოდებენ საბერძნეთის 7 რეგიონში ხანძრის გაჩენის მაღალი რისკია 3 დღიანი პაუზის შემდეგ საბერძნეთის ატმოსფეროში სიცხის ტალღა ისევ დაიწყებს შემოსვლას დღეიდან ტემპერატურა შედარებით იკლებს
ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
Uncategorizedსაბერძნეთი

ლარისა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ლარისა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

შემზარავი ავარია მოხდა ლარისა-აღიას გზაზე, რომელმაც 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

larissanet-ისა და onlarissa-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო ერთმანეთს 4 მანქანა შეეჯახა: ფურგონი, 2 ავტომანქანა და სასოფლო-სამეურნეო მანქანა (ე.წ ტრაქტორი).

ძლიერი შეჯახების შედეგად სასოფლო-სამეურნეო მანქანა უფორმო მასად იქცა, ხოლო ერთ-ერთი ავტომანქანა გზიდან გადავარდა და გზის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთზე ამოტრიალდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთ-ერთი გარდაცვლილი 35 წლის ნიკოს კოლოვოსია, ხოლო მეორე კი 65 წლის კაცია, რომლის ვინაობაც ამ დრომდე უცნობია. ავარიის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა, ხოლო დაშავებულთაგან ერთ-ერთი 55 წლის მამაკაცი ლარისას საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული და ექიმების განცხადების თანახმად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *