ლარისა: დააკავეს მიწათმოქმედი, რომელიც ჩალას წვავდა
ლარისა: დააკავეს მიწათმოქმედი, რომელიც ჩალას წვავდა
ლარისაში, ფარსალონის მუნიციპალიტეტში მდებარე მიწის ნაკვეთზე მიწათმოქმედმა ჩალას ცეცხლი მოუკიდა, რათა მოსავლის ნარჩენებისგან ტერიტორია გაეწმინდა.
აღნიშნული ქმედება, განსაკუთრებით კი იმ პერიოდში, როდესაც საბერძნეთის უმეტესი ნაწილი ცეცხლის ალშია გახვეული, წარმოადგენს ხანძარსაწინააღმდეგო კანონმდებლობის დარღვევას და ისჯება თავისუფლების აღკვეთითა და ჯარიმით.
დაკავებულს დაეკისრა 2 707,03 ევროს ოდენობის ჯარიმა.
Facebook Comments Box
