ლარისა: პოლიციამ 2 ქალი დააკავა ტრეფიკინგის ბრალდებით
ლარისა: პოლიციამ 2 ქალი დააკავა ტრეფიკინგის ბრალდებით
2 უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს ლარისაში ტრეფიკინგის ბრალდებით.
ბრალდებულების მსხვერპლი 20 წლის გოგონა იყო კოლუმბიიდან, რომელსაც სხეულით ვაჭრობას აიძულებდნენ.
onlarissa.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ახალგაზრდა გასული თვის ბოლოს ჩამოვიდა საბერძნეთში და ლარისაში, ლივადაკის დასახლებაში დასახლდა. სახლში, რომელიც ბრალდებულებს ჰქონდათ ნაქირავები.
საბერძნეთში ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში ახალგაზრდამ 40-ზე მეტ კაცთან დაამყარა სექსუალური კავშირი, რომლებიც ვიზიტებს ბრალდებულების დახმარებით ნიშნავდნენ.
როდესაც ახალგაზრდამ განაცხადა, რომ უნდოდა შეეწყვიტა სხეულით ვაჭრობა ბრალდებულები მას დაემუქრნენ და არ მისცეს უფლება დაეტოვებინა სახლი.
ბრალდებულები პოლიციამ გოგონას მიერ განყოფილებაში შესული საჩივრის შემდეგ დააკავა.
