ლარისა: 39 წლის ვასილის ამ დრომდე ეძებენ – არსებობს საქმის დეტალები, რომლებზეც ხმამაღლა ვერ ვსაუბრობთ – აცხადებს ცუკალისი
ლარისა: 39 წლის ვასილის ამ დრომდე ეძებენ – არსებობს საქმის დეტალები, რომლებზეც ხმამაღლა ვერ ვსაუბრობთ – აცხადებს ცუკალისი
უგზო-უკვლოდ არის გაუჩინარებული ვასილის კალოღიროსი ლარისადან, რომელსაც ახალი წლის ღამიდან ეძებენ.
ტელემაუწყებელ Mega-სთან საუბრისას კერძო გამომძიებელმა გიორგოს ცუკალისმა განაცხადა: “საკმაოდ რთულ ქეისთან გვაქვს საქმე მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც სამძებრო სამუშაოების ჩატარების გამოცდილება და ცოდნა არ აქვთ, ყველაზე მეტად უშლიან ხელს გამოძიებას. გამომდინარე იქიდან, რომ ვასილის ოჯახთან ახლოს ვარ და მაქვს საკმაოდ ღრმა ცოდნა ვასილის პიროვნებასთან დაკავშირებით, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანია და ძალიან უყვარს თავის საქმე. არსებობს საქმის დეტალები, რომლებზეც საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ. გამოძიება მიმდინარეობს როგორც პოლიციის ასევე კერძო გამომძიებლების მიერ. უნდა დაველოდოთ შედეგებს.”