ლარისა: 45 წლის კაცმა მის შეყვარებულს ფარულად გადაუღო ვიდეო სექსუალური აქტის დამყარებისას და სოც.მედიაში გამოაქვეყნა
ლარისა: 45 წლის კაცმა მის შეყვარებულს ფარულად გადაუღო ვიდეო სექსუალური აქტის დამყარებისას და სოც.მედიაში გამოაქვეყნა
პოლიციამ დააკავა 45 წლის კაცი, რომელიც 4 წლის განმავლობაში მისი პარტნიორისგან მალულად იღებდა მათი სექსუალური აქტის ამსახველ მომენტებს და შემდგომ აღნიშნულ ვიდეოებს ინტერნეტის დახმარებით ყიდდა.
ჟურნალ-გაზეთი «Ελευθερία»-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მისი დაკავების ბრძანება გაიცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის დარღვევისთვის, რომელიც კრძალავს ადამიანის სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრების დამუშავებასა და მესამე პირისთვის გადაცემას მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით.
პოლიციამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ დაკავებული 2016 წლიდან ყიდდა მისი და მისი პარტნიორის სექსუალური ცხოვრების ამსახველ კადრებს. დამნაშავეს სახლში დაყენებული ჰქონდა 3 კამერა და დამატებით იყენებდა მობილურ ტელეფონსაც საჭირო კადრების მოსაგროვებლად.