ლარნაკას ერთ-ერთ სოფელში გასროლილმა ტყვიამ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
ლარნაკას ერთ-ერთ სოფელში გასროლილმა ტყვიამ ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
კვიპროსზე დღეს დილამდე ეძებდნენ პოლიციელები მკვლელობაში ბრალდებულს, რომლის მიერ გასროლილმა ტყვიამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უცნობმა პირმა (თუმცა სამართალდამცავი ორგანოები უკვე ფლობენ დამნაშავის ვინაობასთან დაკავშირებულ გარკვეულ ინფორმაციას) შუაღამეს საკმაოდ დაძაბული შელაპარაკების შემდეგ ამოიღო იარაღი და ესროლა პ.კ-ს. გასროლის შედეგად პ.კ ადგილზე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულსა და გარდაცვლილს პირადი უთანხმოება ჰქონდათ, რომლის გადაჭრაც იარაღისა და ჩხუბის საშუალებით გადაწყვიტეს სოფელ ორმიდიაში, ლარნაკასთან ახლოს, რომელიც ბრიტანეთის ბაზის საზღვრებში შედის.
ბოროტმოქმედმა გასროლის შემდეგ მიატოვა დაჭრილი და ადგილიდან მიიმალა. როგორც უკვე აღვნიშნეთ პოლიცია ამ დრომდე ეძებს დამნაშავეს.
მკვლელობა სანადირო იარაღით მოხდა.