ლეზვოს: უამინდობის ფენომენის შედეგად დაიტბორა ქუჩები და სახლები – დაკეტილია სკოლები
ლეზვოს: უამინდობის ფენომენის შედეგად დაიტბორა ქუჩები და სახლები – დაკეტილია სკოლები
მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა კუნძულ ლეზვოსს უამინდობის ფენომენის შედეგად. ძლიერმა წვიმებმა ორშაბათს ღამით დატბორა სკალას რეგიონის გზები და სახლები.
ადგილზე 15 სახანძრო მანქანა მუშაობდა იმისათვის, რომ მდინარეებად ქცეული გზები უსაფრთხო გაეხადათ და წყლისთვის სწორი მიმართულება მიეცათ, რათა არ დატბორილიყო სახლები და აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე მცირე თუ დიდი ბიზნესები.
ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კალონის დატბორვა მდინარე ციკნიას ადიდებამ გამოიწვია. წყლის დონე ნახევარ მეტრსაც კი აღწევდა და მალევე დაფარა გზები, ავტომანქანები.
ამჟამად დაკეტილია საჯარო სამსახურები და სკოლები.

Facebook Comments Box
