Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
Uncategorizedსაბერძნეთი

ლეფკადას ულამაზეს სანაპიროზე, გარდაცვლილი ქალი იპოვეს

ლეფკადას ულამაზეს სანაპიროზე, გარდაცვლილი ქალი იპოვეს

ორშაბათს, 8 ივლისს ლეფკადაში, ყველასთვის ცნობილ და საყვარელ პორტო კატსიკის სანაპიროზე, რომელიც გამოირჩევა არნახულ სილამაზესთან ერთად დაბალი წყლებით, გამვლელებმა ქალბატონი შენიშნეს, რომელიც უგონო მდგომარეობაში ტივტივებდა წყლის ზედაპირზე.

ilefkada.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალბატონი 35-40 წლამდე ასაკის იყო, ეკეთა ნიღაბი და ჩასაყვინთად საჭირო აღჭურვილობა.

შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, უგონო მდგომარეობაში მყოფ ქალს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო პირველადი დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოძიება ელოდება ექსპერტიზის შედეგებს, რათა ნათელი მოეფინოს გარდაცვალების მიზეზს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *