ლიმნოს: 45 წლის მძღოლი, რომელიც ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, 78 წლის ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
ლიმნოს: 45 წლის მძღოლი, რომელიც ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, 78 წლის ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 78 წლის კაცი შაბათს ღამით ლიმნოსში.
ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ავტომანქანის მძღოლი, რომელიც 78 წლის დაეჯახა, წარმოშობით ალბანეთიდან არის და ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
უბედური შემთხვევა შაბათს ღამით 21:50 საათზე მოხდა დიმოკრატიას გამზირზე.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო.
რაც შეეხება დაშავებულს, 78 წლის კაცი კუნძულის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
Facebook Comments Box