ლიოსიაში დანახშირებული მამაკაცის გვამი იპოვეს
ლიოსიაში დანახშირებული მამაკაცის გვამი იპოვეს
ლიოსიაში პოლიციამ მამაკაცის დანახშირებული გვამის აღმოჩენის შემდეგ დაიწყო გამოძიება, რათა დაადგინოს საქმე მკვლელობასთან აქვთ თუ უბედურ-შემთხვევასთან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დანახშირებულ გვამთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა გარდაცვლილის შვილიც, რომელიც მამამისის გვამის დაწვას ცდილობდა.
შვილმა პოლიციელებს თავის გამართლების მიზნით უთხრა, რომ მამამისის ცხედრის დაწვას იმიტომ ცდილობდა, რომ დასაკრძალად ფული არ ქონდა
ნაპოვნ ცხედარს ჩაუტარდება სასამართლო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს გარდაცვალება ბუნებრივ მიზეზებს უკავშირდება თუ საქმე გვაქვს მკვლელობასთან.
Facebook Comments Box