Latest news
ხუთშაბათი, თებერვალი 13, 2025
კრიმინალისაბერძნეთი

ლუნა პარკის მფლობელის მეუღლე და შვილი პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა

ლუნა პარკის მფლობელის მეუღლე და შვილი პოლიციამ დაკითხვაზე გადაიყვანა

protothema.gr ასაჯაროებს ჩვენებებს, რომლებიც ლუნა პარკის მფლობელის მეუღლემ, შვილმა და ატრაქციონზე პასუხისმგებელმა თანამშრომელმა მისცა პოლიციას.

“იმ მიმართულებით წავედი საიდანაც ყვირილი შემომესმა და დავინახე რომ ატრაქციონის გვერდით ეგდო ბიჭი, ბიჭის გარშემო კი სისხლის გუბე იდგა. მამაჩემი და ატრაქციონზე პასუხისმგებელი თანამშრომელი წავიდნენ ლუნა პარკიდან, მხოლოდ დედა დარჩა ადგილზე. არ ვიცი როგორ მოხდა.. ვისაც ვკითხე ყველამ სხვადასხვა პასუხი გამცა.. მერე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია მოვიდა.” – აცხადებს ლუნა პარკის მფლობელის შვილი.

შვილის მსგავსი ჩვენება მისცა ლუნა პარკის მფლობელის მეუღლემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ იმ ადგილიდან სადაც ის იმყოფებოდა მხოლოდ ხმაური შემოესმა და ვერ დაინახა ზუსტად რა მოხდა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *